ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად ოლეგ ბარციცს და ადგურ არძინბას წარადგენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
გამოცემა „აფსნიპრესი“ წერს, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრებს რეგისტრაციის მოწმობები და ხელმოწერის ფურცლები გადაეცათ. მათ უნდა სულ მცირე 2000 და არაუმეტეს 2500 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.
ოლეგ ბარციცი წლების განმავლობაში რუსეთში დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელი იყო. ის თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს. 2019 წელს ბარციცი მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას გუნდში იყო და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სახელდებოდა, თუმცა, არშბა პირველივე ტურში დამარცხდა.
რაც შეეხება ადგურ არძინბას, ის „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერია. 2015-2020 წლებში კი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებდა. არძინბა აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლებში, რის შედეგადაც ე.წ. პარლამენტმა ვერ შეძლო რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება, ასლან ბჟანია კი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ადგურ არძინბა აცხადებდა, რომ პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.
ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს უნდა გაიმართოს, მონაწილეობას მიიღებს ბადრა გუნბაც, რომელსაც ასლან ბჟანიას გუნდი უჭერს მხარს და ამჟამად ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. თავად ბჟანიამ საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი თქვა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ კანდიდატს წარადგენს „აფხაზეთის სახალხო პარტიაც“. შამილ აძინბას პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად 26 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე დაასახელებენ.
აფხაზეთის ე.წ. ცესკო არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია 6 იანვარს დაასრულებს.
