ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვით, მმართველი პარტია არჩევნებში 56.1%-ს აგროვებს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს შედეგები მიულოცა და დაპირდა მათ, რომ უახლოეს 4 წელიწადში „ძალიან ბევრს“ გააკეთებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. არჩვნები უფრო მეტი ჩატარდა, მაგრამ ძირითად არჩევნებად საპარლამენტო არჩევნები მიიჩნევა. იშვიათია, ესეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი.
გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ საზოგადოება ჩვენი არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, გარწმუნებთ, აი, სწორედ ამ შეგნებით, სწორედ იმ გაგებით, თუ ვის უნდა მისცე ხმა და საით უნდა წაიყვანო ქვეყანა. აი, ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და ჩვენ აუცილებლად, ჩვენი ქვეყანა, დიდ წარმატებას მიაღწევს უახლოეს ისტორიაში.
გარწმუნებთ, რომ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს 4 წელიწადში, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ 4 წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ისე, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, „ქართული ოცნება“, აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, რომელიც დღეს - ლიდერები წარმოდგენილი არიან - ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით. სანთლით საძებნი კაცია. განათლება, სანდოობა, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში წარმატებული წევრი გვყავს, აი, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს.
ერთი რამ იცოდეთ, მცდელობას, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით, გუნდი არ დააკლებს.
არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა. აი, ამას გპირდებით ნამდვილად. ნუ, პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს, სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა ვიხმაროთ.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენს ამომრჩეველს. გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან. ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება, თქვენს ინტერესებს გაატარეს და არა ის, მე იმათზე აღარ ვისაუბრებ უკვე, ვინც ვიღაცის დაკვეთებზე ცდილობს, რომ საქართველო წაიყვანოს. გილოცავთ, გილოცავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც დაგპირდით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 56.1%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6% და „ძლიერი საქართველო“ – 7%. ამ კვლევით საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ (4.8%), „გირჩმა“ (3%), „პატრიოტთა ალიანსმა“ (2.2%) და სხვებმა.
არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
სრულიად განსხვავებულია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, რომლის მიხედვით, მმართველ პარტიას მხოლოდ 40.9% და 42% აქვს.