ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა პლატფორმა X-ზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, თითქოს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს, ამავე პლატფორმაზე უპასუხა, რომ „ეს ასე არ არის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას ფუნდამენტური უფლებების თავში“, - დაწერა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
მალინე არაკელიანმა ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება შემდეგი ტექსტით გააზიარა:
„არა, ბატონო სამხარაძე. ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკანდახევაა. ამის გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, რის მიზეზადაც საქართველოს მთავრობის ქმედებებს, მათ შორის, „უცხოელი აგენტების“ და ანტი-ლგბტქ კანონების მიღებას ასახელებს. ევროკომისია ამბობს, რომ არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის.
