ევროკომისია საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, რის მიზეზადაც აქართველოს მთავრობის ქმედებებს, მათ შორის, უცხოელი აგენტებისდა ანტი-ლგბტქ კანონების მიღებას ასახელებს. ევროკომისია ამბობს, რომ არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას დარჩენილი გამოწვევების გადასაჭრელად დაძირითადი რეფორმების განსახორციელებლად, კომისიას არ ექნება შესაძლებლობა, განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციის გაცემა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი. გაფართოების ანგარიშში 9 ნაბიჯის/პრიორიტეტის შესრულება შემდეგნაირად არის შეფასებული.

ნაბიჯი 1: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლა.

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება. კერძოდ, 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალა შემოტანისშემდეგ, დაიწყო მწვავე ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებს გამეორება, რომლებსაც აქტიურადავრცელებენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები და პარლამენტის დეპუტატები. საპარლამენტოარჩევნების წინ დეზინფორმაციული ნარატივები გავრცელდა და გაძლიერდა, მათ შორის, მმართველიპარტიის წარმომადგენლებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან.

ნაბიჯი 2: ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეოპოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება.

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საქართველოს შესაბამისობის დონესტაბილურად დაბალი იყო და 49%-ს შეადგენა. საქართველო არ შეუერთდა რუსეთის, ირანის და ბელარუსისმიმართ შემაკავებელ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენები რუსეთის სხვადასხვამიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში საქართველო უერთდებოდა უკრაინის მხარდასაჭერ საერთაშორისო და ევროპულ ინიციატივებს, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპი სსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს.

ნაბიჯი 3: პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა.

პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების კვალდაკვალ.

ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მრავალპარტიული თანამშრომლობაძალიან შეზღუდული იყო, რადგან შესაბამისი კანონმდებლობის უმეტესი ნაწილი მიღებულ იქნა დათანამდებობებზე დანიშვნები მოხდა ოპოზიციის ჩართულობის გარეშე.

პარლამენტმა არ უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მუქარა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ გაგრძელდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროსოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სიტყვიერი დაშინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას განიცდიდნენ.

23 აგვისტოს, მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმა გამოაცხადა.

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო მთელ რიგ კანონებს, რომლებიც მან შეაფასა როგორც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საწინააღმდეგო და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი„უცხოური გავლენის“ კანონის წინააღმდეგ.

ნაბიჯი 4: თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს. საარჩევნო რეფორმების დასრულება.

მარტში, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირისდიდი ხნის რეკომენდაციების უგულებელყოფით. ცვლილებები ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის დაცესკოს არაპარტიული წევრების დანიშვნას პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობით და არითვალისწინებს სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის, ეფექტურ ჩართულობას.

მაისში ოპოზიციასთან წინასწარი ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გააუქმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი. იმავე თვეში პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას.

აგვისტოში ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის დღის ნაცვლად, კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილების მიზნით წილისყრა უნდა ჩატარდეს კენჭისყრამდე არა უგვიანეს მეშვიდე დღისა.

26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა ხარვეზები, რაც მოხდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. მათ შორის, ბოლოდროინდელი საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებები, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირი დარღვევები, პროცედურული შეუსაბამობები, ამომრჩევლების დაშინება და მათზეზეწოლა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაზეც უკვე იყო საუბარი წინარეკომენდაციებში.

ნაბიჯი 5: საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის ხარისხი შეზღუდული იყო. 2021 წელს ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების ბრალდებების გამოძიებას, ჯერჯერობით, არანაირი დევნა არ მოჰყოლია.

2024 წლის მარტში მიღებული საარჩევნო ცვლილებები ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.

არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დასანიშნად. 2023 წლის მარტიდან მმართველის დასანიშნად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და საბჭოს ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური რჩება.

ნაბიჯი 6: სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა.

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რომელიც არ მოიცავს 2023 წლის გაფართოების ანგარიშის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის, მათ შორის კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის შესახებ. კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დასანერგად არ ჩატარებულა მოსამზადებელი სამუშაოები.

ივლისში ახალი გენერალური პროკურორი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით დაინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ და 5 თვით აეკრძალა ახალი წევრების დანიშვნა.

უფრო მეტიც, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

ნაბიჯი 7: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებულიგამოძიებების ფართო მონაცემთა ბაზის შექმნა.

პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რამაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტი და მამხილებელთა დაცვა გააძლიერა. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური მოწყობა არ ითვალისწინებს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს. საკანონმდებლო ცვლილებები არ ეხებოდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციებთან.

საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის დასაძლევად.

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალური მონაცემებისდაცვის შესახებ კანონებში. კვლავ რჩება შეშფოთება სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასა და იმუნიტეტთან, მაღალი თანამდებობის პირების გამორიცხვასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგამოძიების ეფექტურობასა და ფარულ მოსმენებზე მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ნაბიჯი 8: დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება.

პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში უარყო დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიცითვალისწინებდა „პერსონალიზებულ“ მიდგომას, ხოლო მთავრობამ 2023 წლის ნოემბერში მიიღოდეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის წინარეკომენდაციებს, რომ დაიცვას „სისტემური“ მიდგომა. გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისთვის. ამოცანებისა და ვადების განაწილება რჩება ძალიან ფართო.

პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში დაჩქარებული პროცედურებით შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოფშორული სახსრების გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ნაბიჯი 9: ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში, მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია არ შეცვლილა მასში 2023 წლის გაფართოებისანგარიშის რეკომენდაციების ჩართვის მიზნით. ადამიანის უფლებათა სტრატეგიის განხორციელების 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა შეზღუდული კონსულტაციებით და არ შეიცავს დებულებებსლგბტიქ ადამიანებსა და პირადი ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა მიიღო „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი წინასწარი საჯარო კონსულტაციების, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.

პარლამენტში რჩება საპარლამენტო უმრავლესობის კონსტიტუციური კანონის პროექტი  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ვენეციის კომისიამ ის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლად მიიჩნია და რეკომენდაცია გაუწია, არ გაგრძელდეს მისი მიღება.

საკანონმდებლო აქტივობებისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის მუდმივი გავრცელების შედეგად, ლგბტიქ ადამიანები საქართველოში სულ უფრო მტრული სტიგმატიზაციის ატმოსფეროს წინაშე დგანან. 2021 და 2023 პრაიდის ღონისძიებებზე ძალადობის ორგანიზების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

საქართველო აგრძელებს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, მაგრამ გენდერული ძალადობის პრევენციასა დარეაგირებაში ხარვეზები რჩება. გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია სრულად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს.

პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, მიუხედავად იმისა, რომვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევდა კანონის მთლიანად გაუქმებას.

კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისუფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას. ანგარიშგების მძიმე მოთხოვნები და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებასამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე ზედამხედველობის მიზნით, ზრდის შერჩევითიდა თვითნებური აღსრულების რისკს.

გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები, განსაკუთრებით კანონის წინააღმდეგდემონსტრაციების კონტექსტში. ქმედებების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოძიებული. მოსალოდნელია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კიდევ უფრო შეზღუდავსსამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას და შეამცირებს მათ ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.