საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ მიერ ნაკრებისთვის გადაცემულ 30 მილიონი ლარის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ფეხბურთელები „არა ფულისთვის, არამედ ქვეყნისთვის თამაშობენ.“
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 3 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„არ მგონია, რომ საქმე ფულშია ჩვენთვის. არ მგონია, რომ ვინმე ფულზე ფიქრობს.
რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ცხადია, კარგი ჟესტია, თუმცა ჩვენ არა ფულისთვის, არამედ, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ.
ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს მივაღწიოთ და არა ფული. მგონია, რომ ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს“, - თქვა ლოჩოშვილმა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ნაკრებს 30 მილიონს გადასცემდა. ამასთან, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია: 26 ივნისს, პორტუგალიის დამარცხებით, ჯგუფიდან გავიდა და 30 ივნისს, მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება.
