პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მოქალაქემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და საპროტესტო ბანერი წარწერით - „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას, დაოჯახებულებისგან“ გადმოფინა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოთხოვნით, ქალს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც პაპუაშვილმა თქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პარლამენტს შშმ პირები სტუმრობდნენ და დეპუტატებს მოუწოდა, მათ მისალმებოდნენ.
„არა რუსულ ქოცნებას! არა რუსულ რეჟიმს! რამდენ რუბლად ყიდით ჩვენი შვილების მომავალს? არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ ოცნებას! დიდება საქართველოს!“, - დაიძახა ქალმა, რომელმაც სხდომათა დარბაზის აივნიდან საპროტესტო ბანერიც გადმოფინა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რუბლები გადააყარა.
შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეს არაადეკვატური და რადიკალი უწოდა: „რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, იყენებთ სპეკულაციისთვის. ეს აჩვენებს რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. სამწუხაროა. ქვეყანაში რადიკალური ადამიანებიც გვყავს. გთხოვთ დაატოვებინოთ დარბაზი“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მომხდარი პროვოკაციად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება“: „ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის შშმ ბავშვები გამოიყენეს. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლები გადააყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, როდესაც ლექციის ჩატარების შემდეგ კიბეებზე დაცვის თანხლებით ჩადიოდა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ ეს ორიენტაციაარეულმა, დასაოჯახებელმა ახალგაზრდებმა გააკეთეს: „ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იდგნენ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არ არის მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები - დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ.“, - აღნიშნა კობახიძემ 10 ივნისს.
