ახალგაზრდების ჯგუფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის ასოცირებული პროფესორია და კონსტიტუციურ სამართალში ლექციებს კითხულობს, რუსული რუბლები გადააყარა. ინციდენტი დღეს, ლექციის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც კობახიძე დაცვასთან ერთად კიბეებზე ჩადიოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი კობახიძემ მომხდარს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა.
„სინამდვილეში, მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იდგნენ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არ არის მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები - დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ
ამ ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული, მათ შორის, პოლიტიკურიც, როცა თან ხარ „ნაცი“, „გირჩელი“ და ა.შ. ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგნენ, ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები.
მათი ყველანაირი ორიენტაცია, დაწყებული პოლიტიკურიდან, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
შეკითხვაზე, რატომ დადის უნივერსიტეტში დაცვასთან ერთად და გრძნობს თუ არა საფრთხეს სტუდენტებისგან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტუდენტები არაფერ შუაში არიან და იყო პროვოკაცია, რომელშიც ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც ორიოდე დღის წინ, პარლამენტთან, პრემიერის წინააღმდეგ „შეურაცხმყოფელ აქციას“ აწყობდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტი გამოხატეს. მიმდინარე წლის მარტში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენი მიიღო, სტუდენტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელები დაწვეს. 2019 წლის ივნისში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილმა მოითხოვა, რომ ირაკლი კობახიძეს ლექციების ჩატარების შესაძლებლობა აღარ მისცემოდა.