რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 87.31%-იანი მხარდაჭერით იმარჯვებს. საარჩევნო ოქმების 99.7% უკვე დათვლილია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ცესკოს მონაცემებით, პუტინს ხმა 74.2 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა. მისმა კონკურენტებმა ჯამში ხმების 13%-ზე ნაკლები მოიპოვეს. მეორე ადგილზეა „რუსეთის კომუნისტური პარტიის“ კანდიდატი - ნიკოლაი ხარიტონოვი, მესამეზე - ვლადისლავ დავანკოვი პარტია „ახალი ხალხიდან“, ხოლო მეოთხეზე - ლეონიდ სლუცკი, რომელიც „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს.
პუტინმა მის მიმართ მაღალი „მხარდაჭერა“ ახსნა „იმ დრამატული მოვლენებით“, რომელსაც ქვეყანა გადის, მათ შორის, უკრაინაში ომით.
„ეს დაკავშირებულია დღევანდელ მდგომარეობასთან. იმასთან, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, იარაღით ხელში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესები, შევქმნათ მომავალი რუსეთის ფედერაციის სრულყოფილი, სუვერენული, უსაფრთხო განვითარებისთვის“, - განაცხადა პუტინმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა ჩეჩნეთში, სადაც მას ხმა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის 98.99%-მა მისცა. პუტინი მოსკოვში 85.13%-ით იმარჯვებს, ხოლო ოკუპირებულ ყირიმში 93.6%-ით.
ამომრჩეველთა აქტივობამ 74%-ს გადააჭარბა, რაც BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით რეკორდულია, ისევე როგორც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პუტინის მხარდაჭერის მაჩვენებელი.
რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მეცემა სამი დღის განმავლობაში შეეძლოთ. 17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს გამართულ აქციას - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ ათასობით ადამიანიშეუერთდა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში. აქციის მონაწილეებსმოუწოდებდნენ, საარჩევნო უბნებზე ზუსტად შუადღის 12:00 საათზე მისულიყვნენ და პუტინის ერთ-ერთიკონკურენტის სასარგებლოდ მიეცათ ხმა ან ბიულეტენი გაეფუჭებინათ. მედიის ინფორმაციით, 20 ქალაქში აქციის 80-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
17 მარტის მშვიდობიან აქციაზე გასვლისკენ მოწოდება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ბოლო პოლიტიკური განცხადება იყო, რომელიც მან სიკვდილამდე გააკეთა. „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მსოფლიოს მრავალ ქალაქშიც შედგა. რუსეთის საელჩოებსა და საკონსულო განყოფილებებთან რუსები რამდენიმე საათი რიგში იდგნენ ხმის მისაცემად. ალქესეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია აქციას ბერლინში შეუერთდა.
გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ამომრჩევლების ნაწილმა ბიულეტენებზე გააკეთა წარწერები: „ნავალნი“, „მშვიდობა“, „არა ომს“, „სიყვარული სიკვდილზე ძლიერია“ და ა.შ.
იმის გამო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთიობები გაწყვეტილია, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ხმის მისაცემად ერევანსა და სტამბოლშიგაემგზავრა, თბილისის ცენტრში კი პუტინის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
რუსეთის საპრეზიდენტო არცევნები ჩატარდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთშიც.