გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება საქართველოში მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის“, - განაცხადა კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ის დარჩება სანდო პარტნიორად და გააგრძელებს ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მხარდაჭერას.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 რეკომენდაციიდან, რომლის შესრულება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წლის ბოლოს გერმანიის მყარი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან და იმედი გვაქვს, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიღებული იქნა 2022 წლის ივნისში. ყველას გახსოვთ, რომ მაშინ მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რისი გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. იმედი გავქვს, რომ წელს პროცესები ამ მიმართულებით არ განვითარდება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უსამართლობაა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო საქართველოსთან - არა.
