აშშ-ის დაფინანსება 3 თვით შეჩერდა, დიდი იმედი გვაქვს კიდევ დიდი ხნით გაჩერდება - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საგარეო დახმარების, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 90 დღით შეჩერებას, „ქართული ოცნებისპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიესალმება და იმედოვნებს, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კობახიძემ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის გამოიყენა და თქვა, თითქოს, ადმინისტრაციაში „პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად“.

დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება იდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“, - განაცხადა კობახიძემ.

მან აშშ-ის წინა ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობებში. ირაკლი კობახიძის თქმით, USAID-ის დაფინანსებით, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრენინინგებს „კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზრები სამთავრობო შენობებზე“.

დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც დროებით, 90 დღით, აჩერებს შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ყველა პროგრამას, რომლებსაც USAID-ი და სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, რათა დადგინდეს, შეესაბამებიან თუ არა ისინი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიზნებს. მოგვიანებით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამონაკლისი დაუშვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ტრამპმა შეაჩერა შეერთებული შტატების შიგნით, ფედერალური გრანტებისადა სესხების გაცემაც, თუმცა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.

შეერთებული შტატები დახმარების ყველაზე დიდი დონორია გლობალურად. როგორც სააგენტო Reuters-იწერს, 2023 წელს, აშშ-მა 72 მილიარდი დოლარი დახარჯა მთელს მსოფლიოში სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად - დაწყებული კონფლიქტის ზონებში ქალთა ჯანმრთელობით და დასრულებული სუფთა წყლის ხელმისაწვდომობით, შიდსის მკურნალობით, ენერგეტიკულ უსაფრთხოებითა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ბოლო 33 წლის განმავლობაში „ამერიკელმა ხალხმა USAID-ისსაშუალებით 1.9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია“ ქვეყანას.

2025 წლისთვის USAID-ი საქართველოში მხარს უჭერდა 35-ზე მეტ პროგრამას, რომელთა ჩამონათვალი ასეთია:

  • ადგილობრივი მმართველობის პროგრამა (Tetra Tech ARD);
  • სოფლის მეურნეობის ექსპორტის დივერსიფიკაციის პროგრამა (პარტნიორი: CNFA);
  • სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა (პარტნიორი: სახალხო დამცველის ოფისი); 
  • USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა (პარტნიორი: CNFA);
  • სამართლის უზენაესობის პროგრამა (პარტნიორი: East-West Management Institute);
  • ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში (პარტნიორი: ISFED);
  • სამოქალაქო განათლების პროგრამა (პარტნიორი: პროექტი ჰარმონია);
  • განათლება მომავლისთვის (პარტნიორი: Chemonics International);
  • განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის (პარტნიორი: კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ );
  • დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში (პარტნიორი: McLain Association for Children);
  • ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა (პარტნიორი: The Department of Interior);
  • თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში(პარტნიორი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (პარტნიორი: East-West Management Institute);
  • საბაზისო განათლების პროგრამა (პარტნიორი: RTI International);
  • დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის (პარტნიორი: International Executive Service Corps);
  • ეკონომიკური მმართველობის პროგრამა (პარტნიორი: Deloitte);
  • ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა (პარტნიორი: Deloitte Consulting LLP)
  • პოლიტიკური პარტების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისგამოყენების მონიტორინგი (პარტნიორი: საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო);
  • პროგრამა პარტნიორობა გაძლიერებისათვის (პარტნიორი: UNDP);
  • ფინანსური ინოვაციების პროგრამა (პარტნიორი: Palladium International, LLC)
  • ერთიანობა მრავალფეროვნებაშია (პარტნიორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
  • ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება (პარტნიორი: The Kaizen Company, LLC);
  • საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (პარტნიორი: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო);
  • ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა (პარტნიორი: Zinc Network Limited);
  • კრიტიკული ინფრასტრუქტურის კობერუსაფრთხოების პროგრამა (პარტნიორი: DAI);
  • მედია პროგრამა (პარტნიორი: IREX);
  • მცირე პროექტების დახმარება (პარტნიორი: მშვიდობის კორპუსი);
  • საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში (პარტნიორი: არჩევნებისა დაპოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი (CEPPS);
  • სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ტურიზმის პროგრამა (პარტნიორი: J.E. Austin Associates, Inc);
  • სამხრეთ კავკასიის წყლის რეგიონალური პროგრამა (პარტნიორი: Deloitte);
  • საქართველოს აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება (პარტნიორი: მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO);
  • საჯარო მმართველობის პროგრამა (პარტნიორი: DAI Global LLC);
  • შუა დერეფნის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა (პარტნიორი: Deloitte Consulting);
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.