აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
აშშ-მა, საქართველოში რუსეთის საზიანო გავლენის საპასუხოდ, ფარცხალაძესთან ერთად, რუსეთის დაზვერვის ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკოც დაასანქცირა.
„უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი ონიშჩენკო თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს სავარაუდოდ დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად დადის რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე პირადად სარგებლობს FSB-თან თავისი კავშირით“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში მოქმედი ორი კომპანიაც დაასანქცირა, რომელთა 50-50%-იანი წილი ფარცხალაძეს ეკუთვნის. ეს შპს-ებია Moscow Business Brokerage-ი და International Business Corporation-ი.
აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ფარცხალაძე და მისი კომპანიები სანქცირებულთა სიაში დღეს, 14 სექტემბერს დაამატა.
„საქართველოს ამბებმა“ 2023 წლის 14 თებერვალს დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი კომპანია „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“-ის (იგივე Moscow Business Brokerage-ის) საშუალებით კლიენტებს სთავაზობს საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს საიმიგრაციო შეღავათებით, მათ შორის, საქართველოში. საიმიგრაციო შეღავათებში იგულისხმება ინვესტიციების მეშვეობით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად მუშაობდა 2013 წლის 21 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
