ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე დაასანქცირა - საქართველოს წარმომადგენელი გოჩა ლორთქიფანიძე და მონღოლეთის წარმომადგენელი ერდენებალსურენ დამდინი. ლორთქიფანიძე 2020-2021 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო, 2012-2020 წლებში კი მინისტრის მოადგილე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს მოსამართლეები პირდაპირ მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მცდელობებში, ეწარმოებინა გამოძიება ისრაელის მოქალაქეების მიმართ, დაეპატიმრებინა, დაეკავებინა ისინი ან სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყო ისრაელის თანხმობის გარეშე.
გარდა ამისა, რუბიოს თქმით, მოსამართლეებმა ხმა მისცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 15 დეკემბერს ისრაელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა, შეეჩერებინა ღაზაში მის მიერ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიება.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც საშიშ პრეცედენტს ქმნის ყველა ერისთვის. ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და არასწორად უქვემდებარებს აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.
ჩვენი გზავნილი სასამართლოსადმი ნათელია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მხარეები და შესაბამისად, უარყოფენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ჩვენ გავაგრძელებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართლებრივ ომსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე რეაგირებას მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგებით“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ახალი სანქციები დაგმო და მათ „მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე აშკარა თავდასხმა“ უწოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ მას შეუძლია გამოიძიოს დარღვევები რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების საზღვრებში, მათ შორის პალესტინის ტერიტორიებზე.
2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და ჰამასის სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი გასცა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის. ამ გადაწყვეტილებას ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი მთავარი პროკურორის დასანქცირებით უპასუხა.
