ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმაროს. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტს დიდი პოტენციალი გააჩნია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა. შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 31 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ელჩი კელი დეგნანი იმყოფებოდა და ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გახსნა. აეროპორტის პოტენციალზე ყურადღება ელჩმაც გაამახვილა.
„ეს აეროპორტი მართლაც გახდა საერთაშორისო ჰაბი, რომელმაც მილიონობით ტურისტი ჩამოიყვანა საქართველოში ამ ულამაზესი ქვეყნის აღმოსაჩენად. საბოლოოდ, ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისის აეროპორტი გახდება ტრანსპორტირების ჰაბი ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის როგორებიცაა მოცვი, ჟოლო და ამ რეგიონში მოყვანილი სხვა უგემრიელესი პროდუქტები“, - თქვა კელი დეგნანმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩომ და USAID-მა ითანამშრომლეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან არა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში მომუშავე თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არამედ ბრენდის მარკეტინგისთვის, „რათა ხალხმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ შეიტყოს და ქუთაისის მეშვეობით, მთელი საქართველო გაიცნოს“. კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო ასევე განიხილავს ოპერაციების გაფართოებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.
