ამერიკის შეერთბეული შტატები, ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 2 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონი დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, აშშ-მა დახმარების სახით 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.
„ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვას აღჭურვასა და მომზადებაში, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, მომზადდნენ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პროფესიონალები. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ჰელსინკის კომისიის წევრებმა ენტონი ბლინკენს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით „დაუყოვნებელი და გადამწყვეტი“ ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო წრისთვის ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებაზე.
