სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატზე, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ყველა საჭირო შემოწმება ჩატარებული იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
სააგენტოს განცხადების თანახმად, აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები.
„Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. აეროსტატზე, იმყოფებოდა 3 ადამიანი.
დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).
აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება.
საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთი 7 თებერვალს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა, რის შედეგადაც საფრენ აპარატში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა - ტურისტული სააგენტო „სქაი თრეველ“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური, პოლონელი კინორეჟისორი კშიშტოფ ზაპარტი და ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი.
