ამერიკული ორგანიზაციის Atlantic Council-ის მკვლევარების სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩრეკას ატარებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
„დაახლოებით დილის 8 საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ.
თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაცის გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება.
აინტერესებდათ დოკუმენტაცია და ტექნიკა, ეს იყო მათი მოტივი. დაიწყო ჩხრეკა. დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა, დანარჩენი ორი საათი ოქმი დგებოდ. გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ერთადერთი ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს, ეს ახსენეს“, – თქვა ეთო ბუზიაშვილმა.
„ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა - ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი, ბავშვის ლეპტოპიც, ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა“, - დაწერა სოფო გელავას ქმარმა გიორგი ნონიაშვილმა.
„ატლანტიკური საბჭო“ 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტია. სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი ამ ორგანიზაციის „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-მკვლევარები არიან და რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას იკვლევენ.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ კომპანია Concentrix Georgia-შის ოფისშიც. Concentrix Georgia ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ საკონსულტაციო მომსახურებას უწევს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არ განუმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლებით და რა ფაქტზეა დაწყებული.
