აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ვებ-გვერდ Azel.TV-ის რედაქტორი აფგან სადიგოვი ამბობს, რომ 17 ივლისს, ქართველმა მესაზღვრეებმა თბილისიდან თურქეთის დედაქალაქში გაფრენის უფლება არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეუძლია. სადიგოვი მომხდარს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ მისთვის სხვა ქვეყანაში გამგზავრების აკრძალვის ბრძანება ბაქოდან მოდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
აფგან სადიგოვი ანკარაში ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად მიემგზავრებოდა.
„თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლზე გამიჩერეს. მითხრეს, რომ ჩემს პასპორტს პრობლემა ჰქონდა, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების გარდა, ვერცერთ ქვეყანაში ვერ წავალ. არ დააკონკრეტეს, ვინ ამიკრძალა მესამე ქვეყნებში შესვლა და შემომთავაზეს, რომ განმარტებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართო.
ეს განპირობებულია ბოლო დროს ჩემი კრიტიკული პოსტებითა და ვიდეოებით. ამჟამად ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, მაგრამ ვიცი, რომ როგორც კი აზერბაიჯანში დავბრუნდები, სხვა კრიტიკოსი ჟურნალისტების მსგავსად დამაპატიმრებენ“, - ამბობს სადიგოვი.
ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
აფგან სადიგოვი და მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. სწორედ ამიტომ სურთ ქვეყნის დატოვება.
„დიქტატორი ილჰამ ალიევი და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს მის რეპრესიულ, პოლიტიკურ ბრძანებებს, პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ნებისმიერ ინციდენტზე, რომელიც მე დამემართება საქართველოში“, - დაწერა ჟურნალისტმა Facebook-ში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავა. იმავე წლის ნოემბერში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სადიგოვი ბრალდებას უარყოფდა და პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმარად აღიარეს. სადიგოვი ერთ-ერთი იყო იმ მსჯავრდებულებს შორის, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
