მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ბაია კვიციანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ბაია კვიციანი, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის - თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა, საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ 170-კაციან სიაში არ იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ სიაში 16-ე ნომრად შეიყვანა მისი დის, მაკა კვიციანის ქმარი, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბერეკაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტში მოხვდა.
პრემიერ-მინისტრის მიერ 14 ნოემბერს და 17 ოქტომბრს გამოცემული ბრძანებებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებად ასევე დაინიშნენ ანა მღებრიშვილი, გიორგი მოდებაძე და თამარ მახარაშვილი.
ოქტომბრიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალექსანდრე წულაძე იკავებს. 2023 წლის დეკემბრიდან წულაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, აგვისტოდან ოქტომბრამდე კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს სულ 6 მოაგილე ჰყავს. წულაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თანამდებობებზე დარჩნენ გიორგი ჯინჭარაძე და გელა გელაძე.
