პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დანიშნა. წულაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. 2023 წლის დეკემბრიდან ის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მიმდინარე წლის აგვისტოდან კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„მოხარული ვარ, რომ ის დღეიდან საქმიანობას გააგრძელებს მინისტრის პოზიციაზე. ბატონი ალექსანდრე არის ძალიან კვალიფიციური, ერუდირებული, გამოცდილი ადამიანი და შესაბამისად, პირადად მე და გუნდმა მივიჩნიეთ, რომ ის იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ თანამდებობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
თავად ახლად დანიშნულმა მინისტრმა მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გააგრძელებს მისი წინამორბედის მიერ დაწყებულ რეფორმებს. „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით, ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა წულაძემ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ალექსანდრე წულაძე ხელმძღვანელობდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო და უმაღლეს სასწავლებელს ე.წ. პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამდენიმე დღის წინ გიორგი ამილახვარი გადადგა. როგორც ამილახვარმა განმარტა, ის კერძო სექტორში ბრუნდება და საქმიანობას ბიზნესში გააგრძელებს. გიორგი ამილახვარი მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის მარტიდან მუშაობდა, მანამდე კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.
