ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანს ეძებენ. მერის წარმომადგენლის, ქეთევან ლონდარიძის ინფორმაციით, ციხისჯვრის მიმართულებით რამდენიმე ადამიანი ბურანებით მიდიოდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ძებნა-შველის ოპერაციაში მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობენ.
„მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.
არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - ნათქვამია გვრცელებულ განცხადებაში.
წინა დღეებში ბაკურიანში თოვდა, დღეს კი უნალექო ამინდია.
