ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ) სტუდენტების ჯგუფი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. ისინი ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევენ, აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ და სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
14 ნოემბერს, ბსუ-ს სტუდენტებმა ახალგაზრდული მოძრაობა „გუშაგები“ დააფუძნეს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მათე ცენტერაძემ თქვა, ქალაქში მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იწყებოდა.
„მინდა, მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში. ყველგან ვიქნებით, სადაც საქართველოს ბედი წყდება. დღეიდან ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის გუშაგები, ჩვენი ხმების გუშაგები, ჩვენი თავისუფლების გუშაგები, ჩვენი ევროპული მომავლის გუშაგები და არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ მივაღწევთ საერთო მიზანს“, - განაცხადა მათე ცენტრიძემ უნივერსიტეტის ფოიეში გამართულ ბრიფინგზე.
სტუდენტების ჯგუფი აპროტესტებს იმასაც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია „ქართულ ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და „ღიად იყო ჩართული“ არჩევნების გაყალბებაში.
ბათუმელ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის (ჯიპა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) სტუდენტურმა მოძრაობებმა.
