ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე პოლიციამ დააკავა. ვიდეომასალა, რომელმაც ის მიმტანის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ამხილა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტში ჩანს, როგორ ესაუბრება რესტორნის მფლობელი დასაქმებულებს და მათ ულტიმატუმს უყენებს.
„ჩვენ რა წესსაც აქ დავადგენთ, ის იქნება. არ გაწყობთ? წადით! ახლავე ადექით და წადით! ტყუილად არ მალაპარაკოთ. თუ ის არ უნდა შეასრულოთ, რასაც ჩვენ, კომპანია გეუბნებით, ახლავე ადექით. მე რას მთხოვთ ვერ გავიგე? სამუშაოზე მოდიხართ, როგორც მე მოგთხოვთ, ისე უნდა გააკეთოთ. როგორც თქვენ მომთხოვთ ისე კი არ უნდა გავაკეთო. თუ არ მოგწონს ჩემი მოთხოვნა, უნდა ადგე და წახვიდე. რომელიმეს ეჭვი გეპარებათ? თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ახლავე წახვიდეთ“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.
„კარგად იყავით. სამართალს ვერ მივაღწიეთ“, - ამბობს ბიჭი, რომელიც დგება და შენობიდან გასვლას აპირებს. რესტორნის მფლობელი, როგორც ჩანს, უსამართლობაზე მითითებამ გააღიზიანა: „რა უსამართლობას ხედავ? წადი აქედან, უსამართლობას გაჩვენებ შენ. რამხელა შეურაცხყოფას მაყენებ, გადი ახლა აქედან!“, - მიმართავს ის ახალგაზრდას, ხელს კრავს და კარებში აგდებს. დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.
ყოფილი თანამშრომელი მარია ზოიძე, რომელმაც სოციალურ ქველში ვიდეო გაავრცელა, ამბობს, რომ რესტორანში 3 ივნისს მომხდარ ინციდენტამდეც არ იყო „სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა“.
„მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდო PR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება, გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან“, - ამბობს მარია ზოიძე.
პოლიციამ გამოძიება ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარშანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღეს რესტორანში შრომის ინსპექცია შევიდა, რომელმაც დასაქმებულთა მიმართ შრომის უფლებების დარღვევა უნდა შეისწავლოს.
