საზღვრებთან ვითარების გამწვავების მიზეზით, ბელარუსში მაღალი ტერორისტული საფრთხის რეჟიმი შემოიღეს. ეს ბელარუსის სამართალდამცავ ორგანოებს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, მათ შორის, ადამიანების დაკავების, გადაადგილების აკრძალვის და ყველა კომუნიკაციის მოსმენის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ყაზახეთის დედაქალაქში, დსთ-ის ქვეყნების სამიტზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მაღალი ტერორისტული საფრთხის რეჟიმის შემოღებას რუსეთსა და ბელარუსს შორის გაფორმებული დოკუმენტები ითვალისწინებს.
„ეს უკვე დიდი ხანია გაწერილია: გამწვავებასთან დაკავშირებით ვაწესებთ მაღალი ტერორისტული საფრთხის რეჟიმს. ამიტომ პროცედურები დავიწყეთ მოკავშირე ჯარების განლაგებით, რომლის საფუძველია, როგორც ვთქვი, ბელარუსის არმია, რომელსაც უკვე ავსებენ რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფები. ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიდის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფების განლაგებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „უკრაინაში არა მხოლოდ მსჯელობენ, არამედ გეგმავენ ბელარუსის ტერიტორიაზე დარტყმებს“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ბრალდებას „ბელარუსის რეჟიმის ინსინუაციები“ უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს არ დასხმია თავს უცხო ტერიტორიებს, ის იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრიცნიპებს.
უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა. ალექსანდრ ლუკაშენკომ მხოლოდ 4 ოქტომბერს დაადასტურა ომში მისი ქვეყნის მონაწილეობა, თუმცა თქვა, რომ იქ არავის კლავენ: „ჩვენ სამხედროებს არსად არ ვგზავნით. ჩვენს ვალდებულებებს არ ვარღვევთ. რუსეთს ზურგში ბელარუსის ტერიტორიიდან ვერავინ ესვრის. აი, ჩვენი მონაწილეობა“, - განაცხადა მან.
