ბელგიის პოლიციამ ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ოფიციალური შეტყობინება ბელგიაში საქართველოს საელჩომ დღეს, 6 იანვარს მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. ტელეკომპანია „ფორმულას“ ბელგიის პროკურატურაში განუცხადეს, რომ ტრანსგენდერი ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა 2 იანვარს იპოვეს, რის შემდეგაც მას ექსპერტიზა ჩაუტარეს, რამაც დანაშაულის ნიშნები გამორიცხა.
„გასულ ორშაბათს, ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და ჩატარდა აუტოფსია. ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები“, - ციტირებს „ფორმულა“ პროკურატურის კომენტარს.
ქართულმა მედიასაშუალებებმა 5 იანვარს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიზა ქისტაური მოკლული იყო. ტელეკომპანია „პირველი“ წყაროს მითითების გარეშე იუწყებოდა, რომ „26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი პარტნიორი გაუჩინარდნენ ისე, რომ მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს. ტელევიზიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად იყო ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა.
სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსის, „X ფაქტორის“
