„პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ძალადობენ მოქალაქეებზე“,- განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მისივე თქმით, პრაქტიკულად 112 საქართველოში არ მუშაობს. ყველა უბნიდან შედის შეტყობინება ძალადობის ფაქტებზე, მაგრამ არცერთი პოლიციელი არ რეაგირებს.
„ხედავთ ისნის უბანზე მომხდარ შემთხვევას. როგორ ებლატავებიან ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პოლიციას კანონიერების დაცვისკენ მოუწოდებს. ისინი კი ებოდიშებიან „მასკიან“, კრიმინალურ ჯგუფებს. ეს არის პოლიციის სავალალო სახე. გომელაურმა კონკრეტული ბრძანებები გასცეს ამ ადამიანების დასაკავებლად. ჩვენ ვნახეთ გლდანში მომხდარი ძალადობა, სადაც ორგანიზებული ჯგუფები ტურებივით ესხმიან თავს ახალგაზრდა დამკვირვებლებს, მათზე ძალადობენ. მათი სახელები იდენტიფიცირებულია. პოლიცია ვალდებულია დააკავოს ეს ადამიანები. ისინი ებრძვიან ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისანში, ჩვენი ოლქის წარმომადგენელმა, სალომე კაპანაძემ, რომელმაც შეიარაღებული პირები გადაიღო და ვიდეო მტკიცებულება გაუგზავნა პოლიციას, პოლიციამ შეიყვანა ქვედანაყოფში, დღემდე არ უშვებენ. წარმომადგენლის გარეშე ვართ. მოვითხოვთ ისნის პოლიციისგან მის გამოშვებას, რათა უფლებამოსილება განახორციელოს. ისანში ვხედავთ, რომ ჩვენს წარმომადგენელ მარიამ დოლიძეზე ორჯერ მოხდა თავდასხმა, „დუბინკები“ გამოიყენეს მეორედ და ის კლინიკაშია გადაყვანილი. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ასევე, ფიზიკური ძალადობა მოხდა ყვარელში, მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს დაესხნენ თავს „ქართული ოცნების“ ზონდერ ჯგუფები. ასევე, რუსთავში მე-14 უბანზე, არაფორმალური ჯგუფები არ აძლევენ ჩვენს წარმომადგენელს უფლებას, რომ პროცესებს დააკვირდეს. მთელ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ვინაიდან მათივე წინასწარი მონაცემებით არჩევნებს აგებს“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა
შინაგან საქმეთა მინისტრს პრეზიდენტმაც მიმართა და მოუწოდა პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი.