„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული სს „ბანკი ქართუ“ ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივის და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. წარდგენილ სარჩელში ნათქვამია, რომ ბანკი არაერთხელ გხადა ცილისწამებისა და ბრალდების ობიექტი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
დავის საგანია პირველ მაისს, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი – „სანქციები ქართუს წინააღმდეგ - ივანიშვილს ყველაზე მძიმე დარტყმა უახლოვდება“.
ბაკის განცხადებით, სიუჟეტში გაჟღერებული ფრაზები, მათ შორის „ოლიგარქის ბანკი“ მიზნად ისახავს „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბანკზე არასწორი წარმოდგენის შექმნას, რომ თითქოსდა სს „ბანკი ქართუ“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას და ახდენს ამ გზით ბანკის პოლიტიზირებას, რაც ბანკისთვის, როგორც კომერციული ორგანიზაციისთვის, ზიანის მომტანია“.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „პირველის“ სიუჟეტში გაჟღერდა „რეალობას მოწყვეტილი, დამახინჯებული, ცრუ ბრალდებები“, რითაც „ილახება ბანკის საქმიანი რეპუტაცია“.
„ტვ პირველის“ სიუჟეტი ეხებოდა 30 აპრილს, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მიღებულ რეზოლუციას, როლითაც პარტიამ ევროპულ საბჭოს მოუწოდა, მიიღოს აუცილებელი ზომები ივანიშვილის „ქართუ“ ბანკის SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გასათიშად.
სიუჟეტში ასახულია „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავას კომენტარი. ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ არის ამ ბანკის დამფუძნებელი“.
„სარჩელი არის ძალიან უცნაური. უცნაური იმიტომ, რომ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ცილისწამებად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება. ანუ „ქართუ ბანკი“ თვლის, რომ „ბიძინა ივანიშვილის ბანკი“ - ეს სიტყვები სახელს უტეხს და რეპუტაციას ულახავს „ქართუ ბანკს“. თავისთავად, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რატომ შეიძლება, ბანკი თვლიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათი კავშირი მათთვის შეურაცხმყოფელი, რეპუტაციის შემბღალავი და სახელის გამტეხია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ,
ცხადია, რომ ისინი ცდილობენ, მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით სცადონ გამიჯვნა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ივანიშვილის სახელს, მაღალი ალბათობით, უკვე უკავშირდება ძალიან სერიოზული სანქციები“, - განაცხადა იურისტმა ირაკლი აბესაძემ „პირველთან“ ინტერვიუში.
ბოლო წლებში ტელეკომპანია „პირველს“ ცილისწამებისთვის „ქართული ოცნების“ არაერთმა ლიდერმა უჩივლა.
ამავე თემაზე:
სასამართლომ TV პირველსა და მის წამყვანს კახა კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის
ირაკლი კობახიძის დედამ ტელეკომპანია „პირველს“ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
სასამართლომ TV პირველს კობახიძის სიძის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრა
