პროკურატურამ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, იგივე „ზარალას“, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე პატიმრობით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
გიორგი რამიშვილი გუშინ, 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს იმ დროს, როდესაც ქვეყნიდან მიემგზავრებოდა.
პროკურატურის განცხადებით, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
ბიზნესმენის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. მან ჟურნალისტებს ინტერვიუ ბრალის წარდგენამდე მისცა და განაცხადა, რომ თავად რამიშვილი განმარტავს, როგორ აღმოჩნდა იარაღი იქ, სადაც აღმოჩნდა.
„ბატონი გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება ამას ეწოდოს შეცდომაც კი. საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით ბატონ გიორგის ექნება შესაძლებლობა მინიმუმ წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება. [...] არანაირად პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს ამ ინციდენტს“, - თქვა ჭკადუამ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
