გორის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს „რესტო ბარის“ მეპატრონე და ანტირუსული აქციების მონაწილე იოსებ ბაბაევი. პროკურატურამ მას ბრალი ვეღარ წარუდგინა, რადგან მოსამართლე ლევან დარბაიძემ დღეს უკანონოდ ცნო პოლიციის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება და იარაღი, რომელიც თითქოს ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს, საღამოს ეწურებოდა, რადგან ის ორი დღის წინ დააკავეს.
გორის რაიონული პროკურატურა აპირებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს მოსამართლის გადაწყვეტილება და ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობა მოითხოვოს. ბაბაევი ისე გაჩხრიკეს, რომ პოლიციელების გარდა ამ პროცესს არავინ ესწრებოდა და საქმეში არც ჩხრეკის პროცესის ვიდეომასალა არსებობს. ამასთან, ბაბაევს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული. მან თქვა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბაბაევის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბაბაევს განუმარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს უკანონო ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ბაბაევი 4 ივნისს, საღამოს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
იოსებ ბაბაევი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა. ის თავის რესტორანში შესვლას უკრძალავს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს - მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბაბაევი რამდენჯერმე დაეხმარა უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს.
