Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება გასული ერთი წლის განმავლობაში 700 მილიონი დოლარით, 10.6%-ით გაიზარდა. 68 წლის ქართველი მილიარდერი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას 7.3 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც მისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 1 მილიარდი დოლარი მხოლოდ მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ღირს.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი კი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების წინ.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა Forbes-ის მიერ ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით, ის Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 635-ეა.
ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობებს 2012-2013 წლებში იკავებდა. 2013 წლის 20 ნოემბერს ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაც და თქვა, რომ პოლიტიკიდან წავიდა. 2018 წლის 11 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ივანიშვილი კვლავ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
2021 წლის 11 იანვარს მან განაცხადა, რომ საბოლოოდ დატოვა პოლიტიკა და „სრულად ჩამოსცილდა მართვის სადავეებს“.
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადებების მიუხედავად, ივანიშვილს არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებდნენ და მის სახელს უკავშირებდნენ პარტიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრების, მინისტრების, სხვა მაღალი თანამდებობის პირების შერჩევასა და დამტკიცებას.
2023 წლის 30 დეკემბერს ივანიშვილი პოლიტიკაში „დაბრუნდა“ და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა.
