ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველის მიმდებარედ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „საქართველოს ამბებს“ მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი. იქვე მდებარეობს სამხედრო ბაზა, სადაც ახლა მხოლოდ საპარაშუტო მომზადების სკოლა ფუნქციონირებს. ჩემი ინფორმაციით, ჩამოვარდნილია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „სუ“ ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა და სავარაუდოდ, პილოტმა კატაპულტირება ვერ მოახერხა“, - ამბობს დიმიტრი მოდებაძე.
სამხედრო თვითმფრინავი დაახლოებით 13:00 საათზე, სამხედრო ბაზიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა.

თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადასტურა. უწყებაში განაცხადეს, რომ გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა, „სუ-25“-მა კატასტროფა განიცადა. შემთხვევის შედეგად თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი დაიღუპა.
„აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 7 ერთეული „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი განაახლეს. სამუშაოები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „ტელტამ“ და „თბილავიამშენმა“ ჩაატარეს.
„სუ-25“ ერთადგილიანი რეაქტიული თვითმფრინავია, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა. 1978 წელს „სუ 25“-ის სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო.
