სამხედრო პოლიცია საფრენი აპარატის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით იძიებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის, „სუ 25“-ის ჩამოვარდნის ფაქტს, რასაც თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე „სრულად იყო შემოწმებული“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე, ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურ “, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლი გულისხმობს სამხედრო საფრენი აპარატის მართვის ან ფრენისათვის მზადების წესის, ანდა მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველის მიმდებარედ, მინდორში, თავდაცვის ძალების კუთვნილი „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავი 2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე ჩამოვარდა. მომხდარიდან მალევე, რამდენიმე ადგილობრივმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა. ავიაკატასტროფა სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა.
ათი თვის წინ, 2023 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 7 ერთეული „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი განაახლეს. საგამოცდო ფრენებში ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც მონაწილეობდნენ. „სუ-25“-ების სარემონტო სამუშაოები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „ტელტამ“ და „თბილავიამშენმა“ ჩაატარეს.
