საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მისი წინადადება იქნება საქართველოს მთავრობისთვის 100 მილიონი ევროს დახმარების გაყინვა და ამ თანხის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„დღეს ყველა იმსჯელებს საქართველოს შესახებ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.
მე ვთავაზობ შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობაზე მოდის. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ მთავრობისთვის გამოიყოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადაეცემა. ასე რომ, ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, დაახლოებით 100 მილიონს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში.
საქართველოს ხალხს ექნება ევროკავშირის განუწყვეტელი მხარდაჭერა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
მან დღესაც აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშრიში გაწევრიანების პროცესში შეჩერებული და ასე იქნება მანამ, ვიდრე საქართველოს მთავრობა „გზას არ დაუბრუნდება“.
„გზას რომ დაუბრუნდეს, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამასობაში ჩვენ იმ ფულს, რომელიც მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, გამოვიყენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისთვის“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არჩევნების გამოძიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „რაც მოხდა, სრულად უნდა შეფასდეს“.
„არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო. ჩვენ თავიდანვე ვთხოვდით ხელისუფლებას, განემარტა ყველაფერი ხალხის საჩივრებთან დაკავშირებით. ასე რომ, ცხადია, უნდა იყოს გამოძიება და ცხადია, ეს უნდა იყოს ანგარიშვალდებულება“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.
დღეს, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომა იმართება, რომელსაც ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებული ვითარებაა.
საბჭოს დაწყებამდე, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ბორელს და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართა. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას.