დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი დევიდ ლამმი აცხადებს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ლამმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
„ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა.
გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პროტესტის 11 დღის განმავლობაში, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, არაერთხელ დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-მა და ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს, იმავდროულად დაგმეს აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენება.
„ქართული ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებებს კრემლში იწონებენ და მათ მსგავსად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში 2014 წელს მომხდარ მაიდნის რევოლუციას ადარებენ.
