საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ევროკავშირში არ აპირებენ, საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიყავს, რაც არ არის ევროკავშირი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მტკიცე გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, თუმცა ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, არ ვაპირებთ წინსვლას კანიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალასმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
18-19 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სტრატეგიულ დებატებს მართავენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, გაფართოებაზე. ამ კონტექსტში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ისინი შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ.
გაფართოების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეღა არსებობს.
გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის (დანია) დასკვნების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნისადმი ევროკავშირის მოლოდინებს.
