უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევგენი პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ აჯანყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთში მოვლენები ვითარდება იმ სცენარით, რაზეც უკრაინის ხელისუფლება მთელი გასული წლის განმავლობაში საუბრობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია, გააღრმავაშიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში მარცხის შემდეგ წარმოიშვა. დღეს ჩვენ, რეალურად, სამოქალაქო ომის დაწყების მოწმენი ვართ.
პრიგოჟინის ჯგუფი იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებსა და მთელ ქალაქებს, გზაზე თითქმის არ აწყდება წინააღმდეგობას, აიარაღებს შემთხვევით ჯარისკაცებსა და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და კანონგარეშედ აცხადებს და სპეცსამსახურებისთვის შესაბამის ბრძანებებს აანონსებს, მაგრამ არაფერი ხდება - მმართველობის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. იმავდე დროს, „ვაგნერი“ მოსკოვისკენ მარშს განაგრძობს. უკრაინა აგრძელებს თავისი გზით სიარულს, 1991 წლამდე არსებულ საზღვრებამდე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებს. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს. ისინი უგულებელყოფენ ჯარისკაცების სიცოცხლეს, დაივიწყეს სიტყვა „სამართლიანობა“ და ჩვენ მას დავაბრუნებთ. ამიტომ დაისჯებიან ისინი, ვინც დღეს გაანადგურეს ჩვენი ბიჭები და ათი ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე. ვთხოვთ, წინააღმდეგობა არავინ გაგვიწიოს... ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერის“ პოზიციების დაბომბვას სიცრუე და პროვოკაცია უწოდა. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. მოსკოვის ცენტრში წუხელ სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანეს.
ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
