ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
სტოლტენბერგის თქმით, საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია.
„საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. NATO დაფუძნებულია ღირებულებებზე: დემოკრატია, კანონისუზენაესობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისგზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტში იმყოფებოდა. ის NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდა.
