სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ Credit Suisse-ის განყოფილებამ, Credit Suisse Trust-მა, რომელზეც წვდომა საბანკო მრჩეველ პატრიკ ლესკადრონს ჰქონდა, კეთილსინდისიერად არ იმოქმედა და არ შეასრულა ივანიშვილის აქტივების დაცვის ვალდებულება.
ბანკისთვის დაკისრებული თანხა 79 მილიონით შემცირდება, რადგან ეს ოდენობა მან ივანიშვილს გასული წლის დეკემბერში უკვე გადაუხადა.
Credit Suisse-ი ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს იმ საფუძვლით, რომ ივანიშვილმა არასწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების გამო იზარალა და არა თაღლითობის შედეგად. ბანკი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე გამოტანილი კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. კერძოდ, 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ ბიზნესმენი და მისი ოჯახი დაახლოებით 600 მილიონი დოლარით დაზარალდა Credit Suisse-ის სადაზღვევო განყოფილების ქმედებების გამო.
სასამართლომ განაცხადა, რომ Credit Suisse-ის მიერ გადასახდელი თანხის საბოლოო ოდენობა კიდევ შემცირდება, რათა არ მოხდეს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილების გადაფარვა და ზარალის ორმაგი ანაზღაურება. Reuters-ს ამ საკითხში გარკვეულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ე.წ. გადაფარვა დაახლოებით 300 მილიონი დოლარით ფასდება.
პატრიკ ლესკადრონი შვეიცარიის სასამართლომ 2018 წელს გაასამართლა და დამნაშავედ ცნო თაღლითობისთვის. ის 2019 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, 2020 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამჟამად Credit Suisse-ს შვეიცარიული ჰოლდინგი UBS Group AG ყიდულობს. გარიგების სავარაუდო ღირებულება 3.4 მილიარდი დოლარია.