მამაკაცი, რომელმაც წალკაში, ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ძაღლს ესროლა, პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალად სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც 15 ივნისს, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ანონიმურმა წყარომ მომაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ხოცავენ გამთენიისას წალკაში მიუსაფარ ძაღლებს“, - ნათქვამი იყო ვიდეოს აღწერაში.
სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანს მამაკაცი, რომელიც ღამით, სავარაუდოდ მშენებარე ობიექტის წინ მწოლიარე ძაღლს ჯერ ავტომობილიდან ესვრის, ხოლო როდესაც დაჭრილი ცხოველი გაქცევას ცდილობს, ავტომობილიდან გადმოდის და კიდევ ისვრის.
რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ძაღლის მოკვლის შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტროტუარზე მყოფ ცხოველს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზეც გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან 2 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
