ანრი ოხანაშვილმა, რომელიც არალეგიტიმური მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს, საკუთარ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში“, - წერია სამინისტროს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირაკლი ბერაია 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ „ქართუ“ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა - ბოლო სამი წელი ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. ამავე პარტიის სიით ის 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც გახდა.
2022 წელს ბერაია „ხალხის ძალას“ შუერთდა. მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებიდან“ გამოყოფის მიზანი „ხალხისთვის სიმართლის გაზიარება“ იყო. სინამდვილეში, ისინი მმართველი პარტიის ანტიდასავლურ გზავნილებს ახმოვანებდნენ და თავს ესხმოდნენ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის, ამერიკის შეეთებული შტატების ელჩს.
2023 წელს ირაკლი ბერაიამ, „ხალხის ძალის“ სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა, 2024 წელს კი ერთ-ერთი იყო იმ 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი, ხალხის პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, საბოლოოდ დაამტკიცეს.
ბერაია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ისევ მოხვდა. ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე ის არალეგიტიმური პარლამენტის წევრად მიიჩნეოდა, რა დროსაც მოასწრო და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ რეპრესიულ კანონებს, მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს.
