ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. მომხდარს დაპირისპირება მოჰყვა, ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ ავტოავარიაში მონაწილე მძღოლს. სოფელში პოლიცია და სპცრაზმია მობილიზებული. მარნეულიდან ბოლნისის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო InterPress.ge-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 20:00 საათზე გაავრცელა. მოზარდებს „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილი დაეჯხა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
სოფლის მცხოვრებლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ამოატრიალეს. InterPress.ge-ის ცნობით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ექიმებმა დახმარება პირველ რიგში მძღოლსა და მის თანმხლებ პირებს გაუწიეს, რასაც იქ მყოფების გაღიზიანება მოჰყვა.
სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მოქალაქეები შეიკრიბნენ „ავერსის“ კლინიკასთანაც და სამედიცინო დაწესებულების ფანჯრები ჩაამტვრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი - 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
