რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკაში, ქალაქებში - დერბენტსა და მაჰაჩყალაში, მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმა მოხდა. სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ხუთი თავდამსხმელი მოკლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, კვირა საღამოს, უცნობმა პირებმა ავტომატებიდან გახსნეს ცეცხლი დერბენტში, ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასა და თაღიზადეს ქუჩაზე მდებარე სინაგოგაში. თავდასხმის შედეგად სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა.
პარალელურად უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს მაჰაჩყალაში, ერმოშკინის ქუჩაზე მდებარე საგზაო პოლიციის განყოფილებას და იქვე მიმდებარე სინაგოგას. სროლა იყო ორჯონიკიძის ქუჩაზე, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართანაც.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.
დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა პოლიციელია. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 8 პოლიციელი და 13 დაშავდა.
დერბენტის ეკლესიაზე თავდასხმის დროს დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვი და ეკლესიის დარაჯი მოკლეს. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ კოტელნიკოვი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელს ყელი გამოჭრეს.
მოკლული თავდამსხმელების ვინაობა ოფიციალურად არ გამჟღავნებულა. რუსული მედიის ცნობით, მათგან სამი დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და ძმისშვილი იყვნენ. მაგომედ ომაროვი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთის მმართველი პარტიიდან, „ერთიანი რუსეთიდან“ გარიცხეს. თავდამსხმელთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
