დაღესტანში მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 15 პოლიციელია. მაჰაჩყალასა და დერბენტში გუშინ საღამოს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულებულია. 24, 25 და 26 ივნისს რესპუბლიკაში გლოვა გამოცხადდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ომი მოდის ჩვენ სახლშიც, ჩვენ ამას ადრეც ვგრძნობდით, მაგრამ დღეს უშუალოდ შევეჯახეთ“, - განაცხადა რესპუბლიკის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა. „წმინდა სამების დღეს საკულტო ობიექტებზე ტერორისტული აქტის ჩამდენი ტერორისტების, ბანდიტების, არაადამიანების გზაზე პირველები ჩვენი პოლიციელები აღმოჩნდნენ. ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა. ისინი დაღესტანში სიმშვიდეს და მშვიდობიას იარაღით ხელში იცავდნენ“.
მელიკოვის თქმით, შეტაკების დროს „რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე“ დაიღუპა. დაღესტნის მეთაურს მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორისაა მამა ნიკოლაიც - 66 წლის მღვდელი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა დერბენტის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სერგეი მელიკოვის განცხადებით, ამჟამად რესპუბლიკაში ვითარება „კონტროლდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ“.
მოკლული სასულიერო პირის, ნიკოლაი კოტელნიკოვის ქალიშვილმა თავდასხმის შესახებ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა. ოლგა ლობოვას თქმით, ტაძარში ორი ტერორისტი შევარდა, მათ ჯერ მთავარ ხატს წაუკიდეს ცეცხლი, შემდეგ კი უმისამართოდ დაიწყეს სროლა. „შევარდნენ მღვდლის სახლში და თავში ესროლეს. სახლს ცეცხლი წაუკიდეს“, - განაცხადა ლობოვამ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა მღვდელს ყელი გამოჭრეს.
თავდასხმის შესახებ პირველი ცნობები 23 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე გავრცელდა. BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ უცნობმა პირებმა ავტომატებიდან გახსნეს ცეცხლი დერბენტში, ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასა და თაღიზადეს ქუჩაზე მდებარე სინაგოგაში. თავდასხმის შედეგად სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა. პარალელურად უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს მაჰაჩყალაში, ერმოშკინის ქუჩაზე მდებარე საგზაო პოლიციის განყოფილებას და იქვე მიმდებარე სინაგოგას. სროლა იყო ორჯონიკიძის ქუჩაზე, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართანაც.
სროლები გვიან საღამომდე გაგრძელდა. მაჰაჩყალასა და დერბენტში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამთენიისას გაუქმდა. თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ხელისუფლების განცხადებით, ლიკვიდირებულია ექვსი თავდამსხმელი.
მოკლული თავდამსხმელების ვინაობა ოფიციალურად არ გამჟღავნებულა. რუსული მედიის ცნობით, მათგან სამი დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და ძმისშვილი იყვნენ. მაგომედ ომაროვი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთის მმართველი პარტიიდან, „ერთიანი რუსეთიდან“ გარიცხეს. დაღესტნური Telegram-არხები ასევე წერენ, რომ მოკლულ თავდამსხმელებს შორის არია MMA-ს ყოფილი მებრძოლი.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მომხდარს „საზიზღარი პროვოკაცია“ უწოდა. „ტერორისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ბოროტი და მხდალი ბუნება. როგორც ყოველთვის, მათ მსხვერპლად აირჩიეს უიარაღო და დაუცველი ხალხი. რაც მოხდა, საზიზღარ პროვოკაციას და კონფესიებს შორის უთანხმოების გამოწვევის მცდელობას ჰგავს“, - თქვა კადიროვმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.