ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება. ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
დღეს მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლო სხდომაა, სადაც ადვოკატები ბოლო სიტყვას იტყვიან. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სხდომაზე დასასწრებად ბათუმში მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩავიდა.
„არ შეიძლება ადამიანს იმედი არ ჰქონდეს და არ იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება მაინც სასწაული მოხდეს. უნდა ფიქრობდე, რომ შეიძლება სასწაული მოხდეს, რადგან ღმერთი არსებობს და ამდენად, სასწაულიც არსებობს.
მაგრამ ამავე დროს, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განაჩენი არის და იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში - მოსამართლე, პოლიციელი, დგებუაძე თუ რა ჰქვია, რაც დაერქმევა ისტორიაში - „წითელლოყა“ თუ რაც არის და ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, „ქართული ოცნების“ ყველა ის პოლიტიკური პირი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში შესვლამდე.
პროცესს საქართველოში ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ბათუმშია ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.

მზია ამაღლობელი თითქმის შვიდი თვეა დაპატიმრებულია. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
