„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას განცხადებით, პრორუსული, ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები მის მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს წუხელ თავს დაესხნენ. როგორც ქაცარავამ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, თბილისში, სააკაძის მოედანთან მდებარე „ალტ-ინფოს“ მთავარ ოფისთან ახლოს, ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულმა 30-მდე პირმა ალყაში მოაქცია მისი ცოლის ავტომობილი, რომელიც გაზგასამართ სადგურთან იყო გაჩერებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ავტომობილს ჩამსხვრეული აქვს მინა, დაზიანებულია კარის სახელური და წინა ნაწილიც.
„მივარდნენ მანქანას, დალეწეს ბეისბოლის ბიტებით, ცდილობდნენ კარის გაღებას. საბედნიეროდ, მანქანა შიგნიდან იყო ჩაკეტილი. განსაკუთრებით იმ მხარის გამონგრევას ცდილობდნენ, სადაც ჩემი 13 წლის შვილი იყო და მის გადმოთრევას გეგმავდნენ. ეს არის ძალადობრივი ჯგუფი. მოძალადეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ავტომობილს ჩემი მეუღლე მართავდა“, - ამბობს ქაცარავა.
მისივე ინფორმაციით, წუხელ მომხდარ თავდასხმას წინ უძღოდა მისი მეუღლის მიერ გამოხატული პროტესტი „ალტ-ინფოს“ ოფისთან: „რამდენიმე დღით ადრე, ჩემმა მეუღლემ, მათ ოფისთან გავლისას, პროტესტის ნიშნად დაასიგნალა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოველთვის ასე მოიქცეოდა. ამას „ალტ-ინფოს“ ჯგუფებში გარჩევა მოჰყვა. ერთხელ გამოეკიდნენ კიდეც. ჩემი მეუღლე ყოველთვის იმ ადგილას ასხამს საწვავს და როგორც ჩანს, მომზადებულები იყვნენ წუხანდელი თავდასხმისთვის“.
დავით ქაცარავა თავდასხმის ყველა მონაწილის დაკავებასა და პასუხისგებაში მიცემას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 14 მარტამდე ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ის ამბობს, იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს.
პოლიციამ ქაცარავას მეუღლე და „ალტ-ინფოს“ წევრები წუხელ გამოკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
