თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
53 წლის დავით ლომიძე და 39 წლის თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რა დროსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პროკურატურამ სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება მათ მოგვიანებით წაუყენა.
ბრალდების მხარის განცხადებით, ლომიძე და ზასოხაშვილი ღამის საათებში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. საქმის მასალების მიხედვით, დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის ავტომანქანა.
„გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეზე პრეცედენტებს არ დაუშვებს. სამწუხაროა, რადგან მართლმსაჯულება უნდა ეყრდნობოდეს კანონის უზენაესობას. მოსმართლემ შაბლონურად გამოიტანა განაჩენი, როგორც სხვა პოლიტიკურ საქმეებზე და აქაც 4 წელი და 6 თვე გამოიყენა.
მოსმართლემ მსჯავრდებულებს განუმარტა, რომ შეწყალებაზე მიმართვის უფლება აქვთ. მათ დაქფიქსირეს თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ არ აპირებენ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართონ“, - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა.
დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებდა.
ადვოკატები ამბობენ, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ნინო გალუსტაშვილმა გამამტყუენებელი განაჩენი გამოუტანა პროევროპული აქციების სხვა მონაწილეებსაც, ვისაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. კერძოდ, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გიორგი მინდაძეს, მათე დევიძეს კი 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
