„გირჩის“ ლიდერსა და პარლამენტის წევრს, იაგო ხვიჩიას პარტიის ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ მან თავად განაცხადა მას შემდეგ, რაც საავადმყოფო დატოვა. დეპუტატს ცხვირი აქვს დაზიანებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ოფისში მოვიდა ადამიანი, რომლის ძმაც თავის დროზე ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, „ბიბლიური თავისუფლების“ დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატრაკებლად. თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რაშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხდა“, - განუცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებს.
დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და თავდამსხმელს თავად „მიხედავს“.
„სასამართლოს ვინაიდან არ ვენდობით, ვიცი რომ ეს საქმე, საბოლოო ჯამში, მივა სასამართლოსთან და მე არ მინდა, ჩემი საჩივრის გამო ვიღაც გაასამართლოს მურუსიძის სასამართლომ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
პარტია „გირჩმა“ 2017 წელს დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ამ მიზნით, ორგანიზაცია წვევამდელებზე მღვდელთმსახურის მოწმობას გასცემს, მოქმედი კანონმდებლობა კი ნებისმიერი კონფესიის მღვდელმსახურს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობით, რომელიც 50 ლარი ღირს, ათობით ათასმა ახალგაზრდამ ისარგებლა. 2025 წლიდან საქართველოს თავდაცვის ახალი კოდექსი შევა ძალაში და მღვდელმსახურებს ალტერნატიული სამსახურის მოხდის ვალდებულება დაეკისრებათ.
