ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გააზიარა საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ხუთ ქვეყანას, მათ შორის ესპანეთს, მადლობას უხდის საგარეო საქმეთა საბჭოზე „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის“ დაფიქსირებისა და ქართველი ხალხის ინტერესების „დაცვისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
„ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხეა დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, - ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდა. ევროკომისია ამ წინადადებას წელსვე წარადგენს.
საბჭომ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაც განიხილა, თუმცა, როგორც კაია კალასმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ სლოვაკ ოფიციალურ პარტნიორთან ერთად, ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ზოგიერთი მაღალჩინოსნის დასანქცირებას.
საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა 17 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს - მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა საბჭოზე „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის“ დაფიქსირებისთვის. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი ხუთი ქვეყნის თაობაზე, თუმცა ფიქრობს, რომ „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა“.
