დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ და მის ავტომობილს, რომლითაც ის თბილისიდან დმანისში მიემგზავრებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ესროლეს. როგორც ტატუაშვილი ამბობს, ერთი ტყვია მძღოლის სავარძელშია გაჭედილი. თავდასხმა სოფელ დიდ დმანისში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 2 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
ტატუაშვილის თქმით, მან შენიშნა, რომ უკან აედევნენ და ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები, ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი არიან, რომლებსაც მმართველი პარტია საარჩევნოდ ხალხის დასაშინებლად იყენებს.
„ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა, მანქანა როგორ გადაღობეს, როგორ გადმოვიდნენ. მე არ გავაჩერე. ერთი ტყვია მანქანის საბურავს მოხვდა და გახვრეტილია“, - უთხრა ტატუაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წელს აირჩიეს. მანამდე ის „ნიუ ჰოსპიტალსის“ იურიდიული სამსახურის იურისტი იყო. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ის პარტიიდან გარიცხა და ამის მიზეზად, მის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ დაასახელა. 2021 წელს ტატუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყარა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კობა მურადაშვილმა მას 4.16%-იანი სხვაობით მოუგო. ხმები ასე განაწილდა: კობა მურადაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 52.08%; გიორგი ტატუაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 47.92%.
ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
„გიორგი არის ადამიანი, რომელმაც 2021 წელს არჩევნებში რეალურად მოიპოვა გამარჯვება და 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს - განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად“, - ნათქვამია განცხადებაში.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)