სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დატოვა. როგორც ის ამბობს, ხელმძღვანელი მისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თითქმის ხუთწლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!
მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა“, - ამბობს ჟურნალისტი.
თამარ შარიქაძე საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკისთვის“ მუშაობდა. მის განცხადებას საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი არ გამოხმაურებია.
მაისის დასაწყისში, რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეკომპანია „იმედი“ დილის გადაცემის სამმა წამყვანმა დატოვა.
