„ჩვენ სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ მომავალ თაობას. მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ზოგადად პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში, მეტი ინფორმაციაა ამ მიზნით საჭირო, უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენს ახალგაზრდებს. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ჯარის ბანაკის“ მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ღარიბაშვილის თქმით, „სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია“ საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს.
„დღევანდელ მსოფლიოში და ბუნებრივია, საქართველო ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდას თავიდანვე სჭირდება სწორი ორიენტირების განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. ვინაიდან თქვენ დიდ როლს უთმობთ სკოლაში ყოფნას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, რომელიც ასევე ესწრებოდა „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრას, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, სასწავლო გეგმის გადახედვაზე უკვე მუშაობენ.
„სამინისტრომ აქტიურად დაიწყო მუშაობა სასწავლო გეგმის გადახედვაზე, გაუმჯობესებაზე იმ კუთხით, რომ მკვეთრად და კარგად იყოს გამოტანილი ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საქართველოს ისტორია, როგორიც არის საეკლესიო ისტორია, სადაც არის პატრიოტული სულისკვეთება, სადაც არის ჩვენს გმირებზე გადმოცემული ამბები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწყისი და საფუძველი იმ სხვა საგნებთან ერთად, რომელიც საბოლოო ჯამში, გვაყალიბებს ჩვენ იმ ადამიანებად, იმ სულისკვეთების პატრიოტებად, რომელიც ყველას გვინდა, რომ გვყავდეს ჩვენი შვილები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები და არა მხოლოდ ეს ბავშვები, სხვა ბევრი, ვინც ამ პროგრამის ფარგლებშია ჩართული, მიიღებენ შესაბამის სულისკვეთებას“, - თქვა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
პროექტი „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საპატრიარქოს მიერ წელს პირველად ხორციელდება. მისი მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ბანაკში მონაწილეობას 800 მოსწავლე მიიღებს: „ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. წელს დავიწყეთ 800 მოსწავლით, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ათასი მოსწავლე უნდა მოვიყვანოთ ჯარში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.